თავში

ჩინეთის მოსახლეობამ აღმოაჩინა, რომ ონკანის წყალს ცეცხლი ეკიდება - VIDEO

ჩინეთის მოსახლეობამ აღმოაჩინა, რომ ონკანის წყალს ცეცხლი ეკიდება
ჩინეთის მოსახლეობამ აღმოაჩინა, რომ ონკანის წყალს ცეცხლი ეკიდება - VIDEO

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია ლიაონინის მოსახლეობა შეშინებულია, რადგან აღმოაჩინა, რომ ონკანის წყალს ცეცხლი ეკიდება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დღეს განაცხადა, რომ ინციდენტი მას შემდეგ მოხდა რაც, მიწისქვეშა წყლებში ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რომელიც მოსახლეობას მიეწოდება. ამის შესახებ BBC წერს.

მომხდარის შესახებ ცნობილი გახდა, როდესაც ერთ-ერთმა ლიაონინის პროვინციის მკვიდრმა ინტერნეტში ვიდეო გამოაქვეყნა. მან დასძინა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და ამ პრობლემით 3-4 წელია იტანჯება.

გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ადამიანს ონკანის წყალთან მიაქვს ანთებული სანთებელა და ჩაქრობის მაგივრად უზარმაზარი ცეცხლი ჩნდება.

"ძალიან დიდი ხანია ეს პრობლემა არსებობს, ხელებს რომ ვიბანთ, შეგრძნება გვაქვს, თითქოს ისევ ჭუჭყიანია. იგივე პრობლემა სოფელში მცხოვრებ 100-ზე მეტ ოჯახს აწუხებს", - განაცხადა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა.

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მოსახლეობა ამტკიცებს, რომ ეს საკითხი დიდი ხანია არსებობს და მისი გადაჭრის გზებს ვერ პოულობენ, ხელისუფლება ამ ფაქტს უარყოფს.

გავრცელებულმა კადრებმა მსოფლიო მასშტაბით დიდი ყურადღება მიიპყრო და მთავრობამ პირობა დადო, რომ ისინი მომხდარზე პასუხისმგებლობას შესაბამის სამსახურს დააკისრებენ და ამ საქმეს გამოიძიებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system