თავში

ჩინეთის ორ ქალაქში, COVID-19-ის აფეთქების გამო, საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა

ჩინეთის ორ ქალაქში, COVID-19-ის აფეთქების გამო, საგანგებო რეჟიმი გამოც
ჩინეთის ორ ქალაქში, COVID-19-ის აფეთქების გამო, საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა

ჩინეთში, ხებეის პროვინციის ორ ქალაქში, კორონავირუსის ახალი აფეთქების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ გამოცემა The South China Morning Post იუწყება.

პროვინციის ხელისუფლება შიჯიაჟუანგსა და სინგტაი მაცხოვრებლებს მოუწოდებს, სულ მცირე ერთი კვირის განმავლობაში საცხოვრებელი სახლი არ დატოვონ და ქალაქში გადაადგილებისაგან თავი შეიკავონ.

გამოცემის ცნობით, ზემოაღნიშნულ ორ ქალაქში შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება და დაკეტილია არასასურსათო დანიშნულების მაღაზიები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system