თავში

ჩინეთის პრეზიდენტი მოსახლეობას ეკონომიურად ჭამისკენ მოუწოდებს

​ჩინეთის პრეზიდენტი მოსახლეობას ეკონომიურად ჭამისკენ მოუწოდებს
ჩინეთის პრეზიდენტი მოსახლეობას ეკონომიურად ჭამისკენ მოუწოდებს

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ქვეყნის მოსახლეობას საჭმლის ზომიერად მიღებისა და ეკონომიისკენ მოუწოდებს.

სი ძინპინის თქმით, ქვეყანაში საკვების უდიერად მოხმარებისა და განიავების შემაშფოთებელი მასშტაბებია. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ხორბალს აწარმოებს, სამრეწველო რისკები ძალიან მაღალია. მიმდინარე წელს პანდემიით გამოწვეულმა შედეგებმა კი საგანგაშო ნიშნულს მიაღწია.

პარტიის გენერალურმა მდივანმა კონტროლის გამკაცრებისა და საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. სი ძინპინის თქმით, აუცილებელია პროდუქტების მოხმარებაზე გრძელვადიანი კონტროლის მექანიზმის შექმნა.

"აუცილებელია მოსახლეობასთან საგანმანათლებლო მუშაობა და პროპაგანდა, რომ მათ ზომიერი ჭამის ჩვევა გამოუმუშავდეთ, საკვები ეკონომიურად მოიხმარონ. საზოგადოებაში უნდა შეიქმნას სირცხვილის ატმოსფერო საკვების განიავების გამო და სიამაყის, ეკონომიის შემთხვევაში", განაცხადა სი ძინპინმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system