თავში

ჩინეთის საგარეო უწყება არ გამორიცხავს, რომ ვუჰანში კორონავირუსი აშშ-დან ჩაიტანეს

​ჩინეთის საგარეო უწყება არ გამორიცხავს, რომ ვუჰა
ჩინეთის საგარეო უწყება არ გამორიცხავს, რომ ვუჰანში კორონავირუსი აშშ-დან ჩაიტანეს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ჩჟაო ლიცზიანი Twitter-ში ვარაუდს გამოთქვამს, რომ კორონავირუსი ქალაქ ვუჰანში ამერიკელმა სამხედროებმა ჩაიტანეს.

მან აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდა, იყვნენ გულწრფელები და ქვეყანაში ინფიცირებულების ზუსტი რიცხვი დაასახელონ.

"როდის გაჩნდა აშშ-ში "ნულოვანი" პაციენტი? რამდენი ადამიანი ინფიცირებული? რომელ საავადმყოფოში მოათავსეს ისინი? ვვარაუდობთ, რომ სწორედ ამერიკელმა სამხედროებმა შემოიტანეს კორონავირუსის ეპიდემია ვუჰანში... აშშ-მა ჩვენ ყველას უნდა აგვიხსნას ეს", - წერს უწყების წარმომადგენელი.

ქალაქ ვუჰანში პნევმონიის აფეთქების შესახებ ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს განაცხადა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system