თავში

ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე აშშ-ში გაიქცა - ჩინური მედია

ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე აშშ-ში გაიქცა
ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე აშშ-ში გაიქცა - ჩინური მედია

ჩინური ოპოზიციური მედიასაშუალების ცნობით, ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე, დუნ ცზინვეი აშშ-ში გაიქცა და კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია წაიღო.

მათივე ცნობით, ჩინელი მაღალჩინოსანი ქვეყნიდან ქალიშვილთან ერთად 2021 წლის თებერვალში, ჰონგ-კონგიდან წავიდა და სავარაუდოდ, ვაშინგტონს ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის შესახებ ინფორმაცია გადასცა.

მედია წერს, რომ დუნ ცზინვეის საჯაროდ ხელმისაწვდომი ბიოგრაფიის მიხედვით, იგი პასუხისმგებელი იყო ჩინეთში სამინისტროს კონტრდაზვერვის საქმიანობაზე და ჯაშუშობის დაჭერაზე.

ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, დუნ ცზინვეი იქნება ჩინეთის ისტორიაში ყველაზე მაღალი რანგის მოხელე, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system