თავში

ჩინეთის სახელმწიფო ტელეკომუნიკაციები 5G ქსელის სერვისს აანონსებენ

ჩინეთის სახელმწიფო ტელეკომუნიკაციები 5G ქსელის სერვისს აანონსებენ
ჩინეთის სახელმწიფო ტელეკომუნიკაციები 5G ქსელის სერვისს აანონსებენ

ჩინეთის კომუნიკაციების სამმა კომპანიამ 5G ქსელის მობილური ვერსიის გამოსვლა დააანონსა. პეკინი ვაშინგტონთან სავაჭრო გზების ჩაკეტვის შემდეგ გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს, რადგან, ამის გამო ტექნოლოგიურ სფეროში პირველობის სურვილი განსაკუთრებით გაუმძაფრდა. 

China Mobile’s-მა, China Unicom-მა და China Telecom’s-მა თავიანთ ონლაინ მაღაზიებსა და ვებ-საიტებზე 5Gქსელის გამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელეს, რომელიც 128 იუანის თვეში გაეშვება. ეს ჩინელ მომხმარებლებს ქვეყნის მასშტაბით ულტრა სწრაფი მობილური ინტერნეტ სერვისით სარგებლობის საშუალებას მისცემს.

პეკინში აცხადებენ, რომ ულტრა-თანამედროვე ინტერნეტის დანერგვა ხელს ისეთი სფეროების განვითარებას შეუწყობს, როგორიც მანქანის ავტონომიური მართვაა. ამ გეგმის განხორციელება მომდევნო წლისთვის იგეგმებოდა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ამერიკამ ჩინეთის უმსხვილეს მწარმოებელს Huawei Technologies ბრძოლა გამოუცხადა, ეს პროცესი ძალიან დაჩქარდა.

ხელისუფლების განცხადებით, ისინი 50,000 5G საბაზო სადგურის დამონტაჟებას წლის ბოლოსთვის ქვეყნის 50 ქალაქში აპირებენ, ხოლო, დიდი ქალაქები, მათ შორის პეკინი, შანხაი, გუანჟოუ და ჰანგჟოუ, 5G ქსელით უკვე დაფარულია. 

ჩინურმა კომპანიებმა Xiaomi-მა და Huawei-იმ 5G ქსელის მხარდამჭერი ტექნიკის გამოსვლა უკვე დააანონსეს. „ჰუავეის“ განცხადებით ამგვარი ინვესტიცია კომპანიისთვის ძალიან წარმატებული იქნება და ისინი შემდეგი წლისთვის დიდ მოგებასაც ელიან. ხოლო სმართფონების მწარმოებელი კომპანიის „ქსიაომის“ განცხადებით, ამ თვის დასაწყისში 10 – ზე მეტი მოდელის 5G ტელეფონის გამოშვებას აპირებენ, რამაც ინდუსტრიაში იმის შიში გამოიწვია, რომ მომხმარებლები 4G მოდელების შეძენას შეწყვეტენ.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system