თავში

ჩინეთის სასამართლოს დადგენილებით, დიასახლისის საქმიანობა $128-ის ტოლფასია

ჩინეთის სასამართლოს დადგენილებით, დიასახლისის საქმიანობა $128-ი
ჩინეთის სასამართლოს დადგენილებით, დიასახლისის საქმიანობა $128-ის ტოლფასია

ჩინეთის სასამართლომ განქორწინების საქმეზე დაადგინა, რომ ცოლმა ქმრისგან 5 წლის განმავლობაში, კომპენსაციის სახით, დაახლოებით 50 000 ჩინური იუანი (7 700 აშშ დოლარი) უნდა მიიღოს.

თანხა მამაკაცმა მეუღლეს უნდა გადაუხადოს სახლის საქმეების კეთებისთვის.

სასამართლოს განჩინებამ საკმაოდ მწვავე დებატები გამოიწვია ინტერნეტ სივრცეში იმასთან დაკავშირებით, იყო თუ 7 700 აშშ დოლარი სამართლიანი ფასი. ეს არის დაახლოებით 128 დოლარი თვეში, ანუ 1,500 დოლარზე ცოტათი მეტი წელიწადში. სტატისტიკის მიხედვით ჩინეთში,  უღარიბესი ადამიანები  2019 წლის მონაცემებით წელიწადში საშუალოდ 9,808 (5 047 ლარი) იუანს გამოიმუშავებდა. სწორედ ამ მონაცემის მიხედვით დადგინა გადასახადი.

ეს ჩინეთის სასამართლოს პირველი გადაწყვეტილებაა, მას შემდეგ, რაც იანვარში, კოდექსში ცვლილება შევიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system