თავში

ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში აფეთქება მოხდა

ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში აფეთქება მოხდა
ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში აფეთქება მოხდა

პარასკევს ჩინეთის ცენტრალურ ქალაქ ჩონცინგში აფეთქება მოხდა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია ავრცელებს.

დაღუპულთა შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

არსებული ინფორმაციით, ვულონგის რაიონში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ადამიანები ნანგრევების ქვეშ მოყვნენ, მათი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევის ადგილზე  სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.

2020 წლის ეროვნული აღწერის მიხედვით, ჩონცინგში 32 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system