თავში

ჩინეთის უნივერსიტეტის წინააღმდეგ ბუდაპეშტში საპროტესტო მსვლელობა მოეწყო

ჩინეთის უნივერსიტეტის წინააღმდეგ ბუდაპეშტში საპროტესტო მსვლელობა
ჩინეთის უნივერსიტეტის წინააღმდეგ ბუდაპეშტში საპროტესტო მსვლელობა მოეწყო

ბუდაპეშტში ჩინეთის ფუდანის უნივერსიტეტის კამპუსის გახსნა მსვლელობით გააპროტესტეს.

BBC-ის ცნობით, უნგრეთის ქუჩებში ფუდანის უნივერისტეტის კამპუსის გახსნის მოწინააღმდეგე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი აცხადებენ, ეს უნივერსიტეტი უნგრეთის განათლების სისტემას საფრთხეს შეუქმნის და ჩინეთის კომუნისტური მთავრობის გავლენას გაზრდის.

გავრცელებული ინფორმაციით, ფუდანის უნივერსიტეტის კამპუსის გახსნა ბუდაპეშტში 1,8 მილიარდი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს. ეს თანხა იმაზე მეტია, ვიდრე უნგრეთის მთავრობის მიერ 2019 წელს ბიუჯეტიდან უმაღლეს განათლებაზე გამოყოფილი ჯამური დაფინანსება.

ბუდაპეშტში ჩინური კამპუსის გახნის შემთხვევაში, ეს ევროპაში ფუდანის უნივერსიტეტის პირველი ფილიალი იქნება.

გამოკითხვების მიხედვით, უნგრელების ორი მესამედი ჩინეთის უნივერსიტეტის ბუდაპეშტში მშენებლობის წინააღმდეგია. კამპუსის გახსნას არ ემხრობა ქალაქის მერიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system