თავში

ჩინეთის ზღვის პროდუქტების ბაზრობაზე შეიარაღებული პოლიცია შევიდა - PHOTO

​ჩინეთის ზღვის პროდუქტების ბაზრობაზე შეიარაღებული პოლიცია შევიდა
ჩინეთის ზღვის პროდუქტების ბაზრობაზე შეიარაღებული პოლიცია შევიდა - PHOTO

ჩინეთში კორონავირუსის მეორე ტალღის ფონზე ზღვის პროდუქტების ბაზრობებს ამოწმებენ. განსაკუთრებით სერიოზული შემოწმება მიმდინარეობს დედაქალაში. პეკინის ერთ-ერთ ბაზრობაზე, რომლის სახელია "სინფადი", შეიარაღებული პოლიციელების რაზმები შევიდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ EXPRESS-ი აქვეყნებს.

ბაზარში 10 000-მდე ადამიანი მუშაობს. ყველა მათგანის ტესტირება მიმდინარეობს, რომ ვირუსის მასშტაბური გავრცელება არ დაუშვან. ასევე გამოკვლეული იქნება 200 ათასამდე ადამიანი, ვინც ბოლო დღეებში "სინფადიში" საყიდლებზე იმყოფებოდა.

პეკინის ზღვის პროდუქტების ბაზრობის მიმდებარე რაიონებში დახურულია სკოლები. ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდულია ყველასთვის, გარდა ადგილობრივი მცხოვრებლებისა. მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს ასევე სკოლებშიც.

ამის პარალელურად ჩინეთის ხელისუფლება აიძულებს მოსახლეობას კმაყოფილება გამოხატოს კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სხვა და სხვა ფორმით სჯიან. მაგალითად, მოსწავლეები კოლეჯში მისაღებ გამოცდებს წარმატებით ვერ გაივლიან, თუ საჯაროდ არ განაცხადებს, რომ ხელისუფლება საუკეთესოდ გაუმკლავდა კორონავირუსის პანდემიას. უკმაყოფილების, ან კრიტიკული განწყობის შემთხვევაში ვერც ერთი მოსწავლე დადებით ნიშანს ვერ მიიღებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system