თავში

ჩინეთის ზოოპარკის თანამშრომელი დათვმა დაგლიჯა

ჩინეთის ზოოპარკის თანამშრომელი დათვმა დაგლიჯა
ჩინეთის ზოოპარკის თანამშრომელი დათვმა დაგლიჯა

ჩინეთში, შანხაის ზოოპარკის თანამშრომელი დათვმა დაგლიჯა. ამის შესახებ BBC წერს.

შემთხვევა შანხაის ველური ბუნების პარკში, გარეული ცხოველების საცხოვრებელ ადგილას მოხდა, სადაც ვიზიტორებს მათი დანახვა სპეციალური ავტობუსების საშუალებით შეუძლიათ.

ცნობილია, რომ ზოოპარკის სტუმრები დათვის ქმედებას ავტობუსიდან უყურებდნენ.

ჩინეთის ზოოპარკის ადმინისტრაციამ გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და პირობა დადო, რომ უსაფრთხოების ზომებს უფრო გაამკაცრებს.

"უკიდურესად შეწუხებულები ვართ, რომ ასეთი ტრაგედია მოხდა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალში მსგავსი ინციდენტები თავიდან ავირიდოთ. ჩვენ ასევე ბოდიშს ვუხდით ავტობუსში მყოფ სტუმრებს", - განაცხადა შანხაის ზოოპარკის ადმინისტრაციამ.

მომხდარის გამო ზოოპარკი დროებით დაიხურა, ხოლო ვიზიტორებს შეძენილი ბილეთების თანხა უკან დაუბრუნდათ.

"ჩვენ მძიმე გაკვეთილი გვაჩვენა ამ ფაქტმა და კიდევ უფრო გავაძლიერებთ უსაფრთხოების ზომებს ყველა ასპექტში", - აცხადებენ ზოოპარკის ადმინისტრაციაში.

ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთში ცხოველთა თავდასხმა ზოოპარკის მუშაკებზე არც თუ ისე იშვიათია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system