თავში

ჩინეთისა და ტაივანის დიპლომატებს შორის დაპირისპირება მოხდა

ჩინეთისა და ტაივანის დიპლომატებს შორის დაპირისპირება მოხდა
ჩინეთისა და ტაივანის დიპლომატებს შორის დაპირისპირება მოხდა

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფიჯიში ჩინელ დიპლომატებსა და ტაივანის მთავრობის თანამშრომლებს შორის ტაივანის ეროვნული დღის აღნიშვნის დროს ფოტოების გადაღების გამო შეტაკება მოხდა. ამის შესახებ The Star წერს.

დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც ღონისძიებაზე ტაივანელები ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლების შეჩერებას ცდილობდნენ, რომლებიც ფიჯიში გამართულ ღონისძებაზე ძალით შევიდნენ და იქ მყოფ დამსწრე საზოგადოებას სურათები გადაუღეს. კონფლიქტის დროს ტაივანელმა წარმომადგენელმა თავის არეში მძიმე დაზიანება მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხოლო ჩინელი დიპლომატები პოლიციამ წაიყვანა.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ფიჯიში ჩინეთის საელჩოს თანამშრომლების ქმედებებს, რომლებიც სასტიკად არღვევენ კანონის უზენაესობას და ცივილიზებული ქცევის ნორმებს", - განაცხადეს ტაივანის საგარეო სამინისტროში.

ტაივანის ეროვნული დღის ღონისძიება ფიჯის დედაქალაქ სუვაში გაიმართა, ღონისძიებას ტაიბეის სავაჭრო ოფისმა უმასპინძლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system