თავში

ჩინეთმა ჩაკეტა ქალაქი 4-მილიონიანი მოსახლეობით

​ჩინეთმა ჩაკეტა ქალაქი 4-მილიონიანი მოსახლეობით
ჩინეთმა ჩაკეტა ქალაქი 4-მილიონიანი მოსახლეობით

კორონავირუსის გავრცელების გამო ჩინეთის ხელისუფლებამ ლაჩნჟოუში, რომლის მოსახლეობა 4 მილიონ ადამიანს შეადგენს, "ლოქდაუნი" გამოაცხადა. ინფორმაციას AFP ავრცელებს.

ქალაქის მაცხოვრებლებს გადაუდებელი შემთხვევების გარდა სახლების დატოვება აუკრძალეს. ხელისუფლება ასევე ქალაქიდან შემოსვლას და გამოსვლას მკაცრად გააკონტროლებს.

ლანჩჟოუში ტაქსი და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არ მუშაობს. რკინიგზის სადგურზე დაახლოებით 70 რეისი გაუქმდა, მათ შორის პეკინის მიმართულებით. შეჩერებულია ავიამიმოსვლაც.

25 ოქტომბერს, ჩინეთში COVID-19-ის 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 6 - ლანჩჟოუში.

ცნობისთვის, ჩინეთის ხელისუფლებამ ასობით ავიარეისი გააუქმა, სკოლები დახურა და მასობრივი ტესტირება დაიწყო, მას შემდეგ რაც ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში COVID-19-ის, ტურისტებთან დაკავშირებული აფეთქება დაფიქსირდა.

COVID-19-ის ბოლო აფეთქება ასაკოვან წყვილს უკავშირდებოდა, რომელის ტურისტების ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა. ცოლ-ქმარი შანხაიდან სიანში ჩავიდა, შემდეგ კი შიდა მონღოლეთში. მას შემდეგ სხვადასხვა რაიონებში, პეკინის ჩათვლით, ამ მოგზაურობის დროს მჭიდრო კონტაქტების შედეგად ათობით შემთხვევა გამოვლინდა.

რაიონები, სადაც კორონავირუსი გამოვლინდა, იზოლირებულია, ტურისტული ობიექტები, სკოლები და გასართობი ადგილები კი დაიხურა. მათ, ვისაც აქედან გადაუდებელი მიზეზით გამგზავრება უწევს, ტესტი უნდა ჩააბარონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system