თავში

ჩინეთმა COVID-19-ის გაჟონვის მტკიცებულება გაანადგურა - ტრამპი

ჩინეთმა COVID-19-ის გაჟონვის მტკიცებულება გაანადგურა - ტრამპი
ჩინეთმა COVID-19-ის გაჟონვის მტკიცებულება გაანადგურა - ტრამპი

ჩინეთის ხელისუფლებამ ვუჰანის ლაბორატორიიდან COVID-19-ის გავრცელების დამადასტურებელი მტკიცებულებები გაანადგურა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპის თქმით, ის თავიდანვე დარწმუნებული იყო, რომ COVID-19 ჩინეთის ლაბორატორიიდან გავრცელდა.

”ეს ჩემთვის საკმაოდ აშკარა იყო. მე ამის შესახებ დიდი ხანია ვაცხადებდი. მე მჯერა, რომ ეს ალბათ უბედური შემთხვევა იყო. არიან ისეთებიც, ვისაც სჯერა, რომ ეს შემთხვევითი არ ყოფილა”, - განაცხადა ტრამპმა ინტერვიუში.

ამ დროისთვის, ტრამპის თქმით, ჩინეთის ლაბორატორიიდან ვირუსის გავრცელების ვერსია აშშ-ში პოპულარობას იძენს. ის ასევე დარწმუნებულია, რომ ჩინეთს უნდა აიძულონ, ”აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც ქვეყანამ მსოფლიოს მიაყენა".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system