თავში

ჩინეთმა ფინანსურ ინსტიტუტებს კრიპტოვალუტის ბიზნესი აუკრძალა

ჩინეთმა ფინანსურ ინსტიტუტებს კრიპტოვალუტის ბიზნესი აუკრძალა
ჩინეთმა ფინანსურ ინსტიტუტებს კრიპტოვალუტის ბიზნესი აუკრძალა

ჩინეთმა ფინანსურ ინსტიტუტებს და საგადახდო კომპანიებს კრიპტოვალუტის ოპერაციებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა აუკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ Financial Post ავრცელებს.

აკრძალვის თანახმად, დაწესებულებები, მათ შორის ბანკები და ონლაინ გადახდის სერვისები ვეღარ შესთავაზებს მომხმარებლებს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მომსახურებას, როგორიცაა რეგისტრაცია, ვაჭრობა და ციფრული ვალუტების ანგარიშსწორება.

"ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ სპეკულაციური ვაჭრობა, ციფრული ვალუტის ფასების მატება და ვარდნა, არღვევს ხალხის უსაფრთხოებას და ქონებას და ამით არღვევს ნორმალურ ფინანსურ ეკონომიკურ წესრიგს", - ნათქვამია განცხადებაში.

ჩინეთმა აკრძალა კრიპტოვალუტის გაცვლა, მაგრამ არ აუკრძალავს პირებისთვის კრიპტოვალუტის შენახვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system