თავში

ჩინეთმა გვინეას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები გადასცა

​ჩინეთმა გვინეას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები გადასცა
ჩინეთმა გვინეას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები გადასცა

ჩინეთის ელჩმა გვინეაში ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების პარტია გადასცა.

ცერემონიაში გვინეის საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრებმა მიიღეს მონაწილეობა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, იბრაჰიმ ჰალილ ქაბამ ჩინეთის ხელისუფლებას და ხალხს მადლობა გადაუხადა, რადგან, როგორც კი გვინეამ დახმარება ითხოვა, ვაქცინები მაქსიმალურად სწრაფად მიიღო.

"მჯერა, რომ ჩინეთის დახმარებით გვინეა პანდემიას აუცილებლად დაამარცხებს", - განაცხადა მინისტრმა.

თავის მხრივ, ჩინეთის ელჩმა გვინეაში განაცხადა, რომ ეპიდემიასთან ბრძოლის კუთხით ვაქცინები კაცობრიობისთვის "ეფექტური იარაღია". მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ვაქცინაციაზე უზარმაზარი მოთხოვნაა, ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რათა "განვითარებად ქვეყნებს პრეპარატზე წვდომა ჰქონდეთ".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system