
ჩინეთმა გაუშვა თავისი რაკეტა Chang Zheng 6, რომლის ბორტზე ცხრა კომერციული სატელიტია განთავსებული. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Xinhua ავრცელებს.
რაკეტამ სტარტი ჩინეთის ჩრდილოეთით, შანსის პროვინციაში, ტაიუანის კოსმოდრომიდან პეკინის დროით 11:20 საათზე აიღო. ეს იყო ჩინური Chang Zheng 6-ის სერიის რაკეტების 366-ე გაშვება.
მთელი რიგი თანამგზავრები, მათ შორის Qilu-1 და Qilu-4, თავიანთ დაგეგმილ ორბიტებზე გავიდნენ. ისინი აღმოსავლეთ ჩინეთის შანდუნის პროვინციას დისტანციური ზონდირების მომსახურებით უზრუნველყოფს, რაც მიწის კვლევას, ურბანული განვითარებას, სოფლის მეურნეობას, სატყეო მეურნეობას, ენერგეტიკასა და კატასტროფების პრევენციას შეუწყობს ხელს.