თავში

ჩინეთმა უკიდურესი სიღარიბე დაამარცხა - სი ძინპინი

​ჩინეთმა უკიდურესი სიღარიბე დაამარცხა - სი ძინპინი
ჩინეთმა უკიდურესი სიღარიბე დაამარცხა - სი ძინპინი

ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის განცხადებით, ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის რეფორმა წარმატებით განხორციელდა. "ჩინეთმა სრული გამარჯვება მოიპოვა სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში: ბოლო 8 წლის განმავლობაში თითქმის 100 მილიონმა ადამიანმა შეძლო სიღარიბიდან გამოსვლა". სი ძინპინის თქმით, ეს დიადი გამარჯვება კომუნისტური პარტიისა და ჩინელი ხალხის ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა.

ოფიციალური მონაცემებით ჩინეთში ბოლო 8 წლის განმავლობაში სოფლად მცხოვრები 98,99 მილიონი ადამიანი გამოვიდა სიღარიბიდან და ქვეყნის 832 რაიონი და 128 ათასი სოფელი ამოღებულია ღარიბთა სიიდან.

სი ძინპინმა სიღარიბის დაძლევის პროგრამა პირველად 2013 წელს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ხუნანის პროვინციაში ვიზიტისას გამოაცხადა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system