თავში

ჩინეთმა ვუჰანში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 ათასი დოზა გააგზავნა

​ჩინეთმა ვუჰანში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 ათასი დოზა
ჩინეთმა ვუჰანში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 ათასი დოზა გააგზავნა

ჩინეთის ეროვნულმა ბიოტექნოლოგიურმა ჯგუფმა (CNBG) ვუჰანში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 ათასი დოზა გააგზავნა. ამის შესახებ გამოცემა Global Times წერს.

ვაქცინა ვუჰანის ხელისუფლებას უფასოდ გადაეცა.

CNBG-ში აცხადებენ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ კლინიკური ცდების პირველი და მეორე ფაზა წარმატებით გაიარა და დაამტკიცა, რომ უსაფრთხოა. ამჟამად კომპანიამ ცდების ფინალური ფაზა დაიწყო.

ამასთან, CNBG-ის გარდა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ჩინეთში კიდევ ორი ფარმაცევტული კომპანია - CanSino Biologics Inc და Sinovac Biotech Ltd მუშაობს. ეს ვაქცინებიც ახლა ცდების მესამე ფაზას გადის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system