თავში

ჩინეთს ტაიფუნი In-Fa უტევს - გაუქმებულია ფრენები, დახურულია დაწესებულებები

ჩინეთს ტაიფუნი In-Fa უტევს - გაუქმებულია ფრენები, დახურულია
ჩინეთს ტაიფუნი  In-Fa უტევს - გაუქმებულია ფრენები, დახურულია დაწესებულებები

ტაიფუნი In-Fa უკვე ჩინეთშია და ის ქვეყნის აღმოსავლეთში, ქალაქ ჯოუშანს დაატყდა თავს

გავრცელებული ინფორმაციით, ქარის სიჩქარე 137 კმ/სთ-ს აღწევს, შედეგად ჩინეთის კომერციულ ცენტრში - შანხაიში, სამივე საერთაშორისო აეროპორტმა, Pudong-მა, Hongqiao-მ და Hangzhou-მ, ფრენები გააუქმა, შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლა და დაიხურა ბიზნეს და სასწავლო დაწესებულებები.

იანშანის პორტიდან, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდეს სატვირთო ცენტრია, უკვე გაიყვანეს კონტეინერების გადამზიდი გემები. ტაიფუნი უკვე აღმოსავლეთ ჩინეთში, ჯეძიანის ტერიტორიაზეა.

მმართველი კომუნისტური პარტიის მდივანი ჯეძიანის პროვინციაში აცხადებს, რომ ადამიანთა სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოიებისთვის ყველა საჭირო ზომას მიიღებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system