თავში

ჩინეთსა და იაპონიაში გამოძახებულ საჭმელს მალე რობოტები მიიტანენ

ჩინეთსა და იაპონიაში
ჩინეთსა და იაპონიაში გამოძახებულ საჭმელს მალე რობოტები მიიტანენ

ჩინეთსა და იაპონიაში კომპანიებმა გამოძახებით საჭმლის მიწოდებისთვის რობოტების დატესტვა დაიწყეს.

ჩინეთის საჭმლის გამოძახების უდიდესი კომპანიის, Meituan Dianping-ის ავტონომიური მიწოდების განყოფილების ხელმძღვანელმა, ქსია ჰუაქსიამ ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯერჯერობით უსახელო რობოტებს 10 ოფისსა დიდ სასტუმროებში ტესტავენ.



ტოკიოში დაფუძვნებული რობოტების მწარმოებელი კომპანიამ, ZMP-მა საჭმლის მიმწოდებელი კურიერი რობოტები განავითარა და უნივერსიტეტებსა და საცხოვრებელ კომპლექტებში დატესტა. ამ მანქანებს შეუძლიათ ისეთ ადგილებში ნავიგაცია შეუძლიათ, როგორიცაა ოფისები, საცხოვრებელი ბინები და სასწავლო დაწესებულებები. რობოტს საჭმლის მიტანა ნებისმიერ ადგილას შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კი ლიფტსა და კიბესაც კი იყენებს. 

ახალი გამოგონების წყალობით, კომპანიები შეძლებენ, საჭმლის მიწოდების სერვისი უფრო კომფორტული და სწრაფი გახადონ. ეს ფაქტორი იაპონიისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან მომუშავე პერსონალის რაოდენობა მცირდება, შობადობა იკლებს და ერი „დაბერებისკენ“ მიემართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system