თავში

ჩინეთში 125 მილიონი წლის დინოზავრის ჩონჩხი აღმოაჩინეს - PHOTO

​ჩინეთში 125 მილიონი წლის დინოზავრის ჩონჩხი აღმოაჩინეს
ჩინეთში 125 მილიონი წლის დინოზავრის ჩონჩხი აღმოაჩინეს - PHOTO

ჩინეთში, ვულკანურ ნამარხებში, პალეონტოლოგებმა აქამდე უცნობი ტიპის დინოზავრის ჩონჩხი აღმოაჩინეს. ახალი სახეობის რეპტილიის ასაკი 125 მილიონი წელია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვულკანის ამოფრქვევის დროს სოროში მყოფი დინოზავრები ხაფანგში მოექცნენ და გაქცევა ვერ შეძლეს. სპეციალისტების თქმით, გაქვავებული ნამარხი იდეალურ მდგომარეობაშია შენახული. ინფორმაციას  გამოცემა Independent ავრცელებს. 

ახლადაღმოჩენილ სახეობას Changmiania liaoningensis უწოდეს. Changmiania ჩინურ ენაზე "მარადიულ ძილს" ნიშნავს. დინოზავრების სხეულის ზედაპირი, სავარაუდოდ, ბუმბულით იყო დაფარული. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ისინი ბალახის მჭამელი ორნტოპოდების ოჯახს მიეკუთვნებოდნენ და ცარცულ ერაში ცხოვრობდნენ.

დინოზავრების სიგრძე, სავარაუდოდ, 1,2 მეტრი უნდა ყოფილიყო. ძლიერ განვითარებული უკანა ფეხები და მაგარი კუდი მათ სწრაფად სირბილის საშუალებას აძლევდა. ჩონჩხის მოყვანილობა მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ისინი კურდღლებივით სოროებს თხრიდნენ და შიგ ცხოვრობდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system