თავში

ჩინეთში 24 საათში COVID-19-ის მხოლოდ 6 შემთხვევა გამოვლინდა

​ჩინეთში 24 საათში COVID-19-ის მხოლოდ 6 შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში 24 საათში COVID-19-ის მხოლოდ 6 შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში, ოფიციალური მონაცემებით, მნიშვნელოვნად შემცირდა კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები. ბოლო 3 დღის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით არავინ გარდაცვლილა. ბოლო 24 საათში ვირუსის გავრცელების მხოლოდ 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 6 ახალი შემთხვევიდან, 2 იმპორტირებულია და 4 შიდა გადაცემით გავრცელდა.

ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე სულ დაინფიცირების 82 804 შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 4 632 და გამოჯანმრთელდა 79 983 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system