თავში

ჩინეთში 24 საათში COVID-19-ის მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში 24 საათში COVID-19-ის მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში 24 საათში COVID-19-ის მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში ბოლო ერთი დღის განმავლობაში, კორნავირუსით ინფიცირების მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 43 პაციენტი, ფატალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ჩინეთის ჯანმრთელობის სახელმწიფო კომიტეტმა განაცხადა.

ბოლო ერთი დღის განმავლობაში რეგისტრირებული ინფექციის ერთადერთი შემთხვევა იმპორტირებულია. მთლიანობაში კორონავირუსის ინფექციის იმპორტირებული 1671 შემთხვევა გამოვლინდა.

ჩინეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 82,875-ს შეადგენს, თუმცა დაავადებულთაგან 77,685 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 4,633-ს აღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system