თავში

ჩინეთში 300-მეტრიანმა ცათამბჯენმა მოულოდნელად რხევა დაიწყო - VIDEO

ჩინეთში 300-მეტრიანმა ცათამბჯენმა მოულოდნელად რხევა დაიწყო - VIDEO
ჩინეთში 300-მეტრიანმა ცათამბჯენმა მოულოდნელად რხევა დაიწყო - VIDEO
© cbsnews.com

ჩინეთის ქალაქ შენჯენში 300-მეტრიანმა ცათამბჯენმა მოულოდნელად რხევა დაიწყო. ჩინეთის სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ გამორბის ხალხი შენობიდან და ტოვებს მიმდებარე ტერიტორიას. ინფორმაციას ამის შესახებ CBS News ავრცელებს.

შენჯენის პლაზამ, სადაც მდებარეობს ოფისები, მაღაზიები და სხვადასხვა ბიზნეს ცენტრი, რხევა 18 მაისს, ადგილობრივი დროით 12:30 საათზე დაიწყო. ამ დროისთვის შენობაში 15 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა. მათ ევაკუაციას საათნახევარი დასჭირდა.

ოფისის თანამშრომლებმა რხევები 35-ე, 55-ე, 60-ე სართულებზე იგრძნეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შენობის შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ შენობის სიმყარეს არანაირი ხარვეზი არ ჰქონდა. რეგიონში მიწისძვრა ან უამინდობა არ დაფიქსირებულა.

72-სართულიანი პლაზა ჩინეთის ცათამბჯენებს შორის სიმაღლით 104-ე ადგილზეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system