თავში

ჩინეთში 8000 წლის ნაქალაქარს მიაგნეს

ჩინეთში 8000 წლის ნაქალაქარს მიაგნეს
ჩინეთში 8000 წლის ნაქალაქარს მიაგნეს

ჩინეთში, ქალაქ იუიაოს ძინტოუშანის ნანგრევებში ისტორიული აღმოჩენის მომსწრენი გახდნენ. ქარხნის მშენებლობის დროს ნაპოვნი არტეფაქტების ლაბორატორიული ანალიზისას სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ იმ ტერიტორიაზე ადამიანები 7800-8300 წლის წინ ცხოვრობდნენ. ეს კი 100- წლით მეტია ვიდრე მანმადე ისტორიკოსები და არქეოლოგები მიიჩნევდნენ. 5-10 მეტრის სიღრმეზე დამარხული არტეფაქტები მოწმობს, რომ იქ ადამიანები 8000 კვადრატული მეტრის ფართობზე ცხოვრობდნენ. არქეოლოგები აცხადებენ, რომ ეს მნიშვნელოვანი

აღმოჩენილ არტეფაქტებს შორის იყო კერამიკა, შრომის ქვისა და ხის იარაღები, ძვლები, ეპოქის მცენარეთა და ცხოველთა ნარჩენები.

აღმოჩენებმა მეცნიერები ახალ ისტორიულ დასკვნებამდე მიიყვანა, რომ ჩინური ცივილიზაცია სათავეს მდინარე ინაძისა და მდინარე ხუანხეს აუზებში იღებს. აღმოჩენას კულტურულ-ისტორიულთან ერთად ბიოლოგიური მნიშვნელობაც აქვს. მეცნიერებს შეუძლიათ განსაზღვრონ, რა ადგილას მდებარეობდა ზღვა და როგორი ცვლილებები განიცადა გარემომ და კლიმატმა ბოლო 10 000 წლის განმავლობაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system