თავში

ჩინეთში ადამიანის თავის ქალის ნაშთი იპოვეს, რომელიც 32 ათასი წლისაა

​ჩინეთში ადამიანის თავის ქალის ნაშთი იპოვეს, რომელიც 32 ათასი წლისაა
ჩინეთში ადამიანის თავის ქალის ნაშთი იპოვეს, რომელიც 32 ათასი წლისაა

ჩინელი არქეოლოგების ჯგუფმა ჰენანის პროვინციის გამოქვაბულში ადამიანის თავის ქალის ნაშთი იპოვა, რომელიც 32 ათასი წლით თარიღდება. ინფორმაციას Xinhua ავრცელებს.

"ახალ აღმოჩენას ჩინეთში თანამედროვე ადამიანის წარმოშობისა და განვითარების შესწავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა ჰენანის კულტურული მემკვიდრეობისა და არქეოლოგიის ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ლუ ჰაივანგმა.

ჯამში არქეოლოგებმა ორი ადამიანის თავის ქალის ნაშთები იპოვეს. მეორე 12 ათასი წლისაა.

"ადგილზე ორი გამოქვაბულია. ერთის სიგრძე 9 მეტრია, სიგანე 3 მეტრი, სიმაღლე კი 3,9 მეტრი", - განაცხადეს არქეოლოგებმა.

სპეციალისტებმა ასევე ცხოველების - ცხენების, თხების, დათვების, ირმების, ტახებისა და მგლების 10 ათასზე მეტი ძვლის ფრაგმენტი იპოვეს, რომელთა ასაკი 30-დან 40 ათას წლამდე მერყეობს.

საილუსტრაციო ფოტო: www.lakegeorge.com

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system