თავში

ჩინეთში, ამანათების ყუთში 5000 ათასი შინაური ცხოველი მკვდარი იპოვეს - PHOTO

ჩინეთში, ამანათების ყუთში 5000 ათასი შინაური ცხოველი მკვდარი იპოვეს - PHOTO
ჩინეთში, ამანათების ყუთში 5000 ათასი შინაური ცხოველი მკვდარი იპოვეს - PHOTO

ჩინეთში, პროვინცია ხენანის ერთ-ერთ ლოგისტიკურ ცენტრის ამანათის ყუთებში, 5 000 ათასი მკვდარი ძაღლი, კატა, კურდღელი და ზაზუნა იპოვეს. ამის შესახებ Mirror წერს.

ცხოველთა სამაშველო სამსახურის ჯგუფმა მხოლოდ, 250 ცხოველის გადარჩენა შეძლო.

"ჩვენ გადავარჩინეთ 50 კატა და ძაღლი, ასევე 200 კურდღელი, მაგრამ ეს იქ არსებული ცხოველების 5 პროცენტზე ნაკლებია", - განაცხადა ცხოველთა დაცვის სამსახურის უფროსმა.

ლოჯისტიკის ცენტრში ცხოველთა დამცველებიც მივიდნენ, რომლებიც მათ გადარჩენას ცდილობდნენ.

ადგილზე მისულმა სამაშველო სამსახურმა განაცხადა, რომ ცხოველები ყუთებში იყვნენ მოთავსებულები და ყუთის შიგნით პლასტმასისა და რკინის გალიებში. ყუთებს საჰაერო ხვრელები ჰქონდათ გაკეთებული.

”უამრავი ცხოველი გარდაიცვალა უჰაერობისგან, შიმშილისგან და წყურვილისგან", - განაცხადა სამაშველო სამსახურმა.

ჯგუფის წევრებმა ექსკავატორით ცხოველებისათვის დიდი საფლავი ამოთხარეს. ხოლო გადარჩენილი ცხოველები სამკურნალოდ ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს.

ცხოველთა დაცვის სამსახური ფიქრობს, რომ შინაური ცხოველები ანხოის პროვინციის ფერმებიდან გამოიყვანეს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში გასაყიდად უნდა გაეგზავნათ.

1990 წელს შემოღებული კანონის თანახმად, ჩინეთში ფოსტის საშუალებით ცხოველების გაგზავნა უკანონო ქმედებად ითვლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system