თავში

ჩინეთში, ბოლო 8 თვეში პირველად, კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა

​ჩინეთში, ბოლო 8 თვეში პირველად, კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა
ჩინეთში, ბოლო 8 თვეში პირველად, კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა

ჩინეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 138 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ბოლო 10 თვის განმავლობაში, - ასეთ მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრცელებს.

ამასთან, გასულ დღე-ღამეში ჩინეთში COVID-19-ს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც ქვეყანაში ბოლო 8 თვის განმავლობაში დაფიქსირებული გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში დაფიქსირებული შემთხვევებიდან 81 ჰებეის, 43 კი - ჰეილუნძიანის პროვინციაში გამოვლინდა. აღნიშნულ ორ პროვინციაში, სადაც ჯამში 28 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის გავრცელების შემცირების მიზნით „ლოქდაუნია“ გამოცხადებული.

დღეს ქალაქ ვუჰანში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები, ჩავიდნენრომლებმაც კორონავირუსის პანდემიის წარმოშობა უნდა გამოიკვლიონ.

BBC წერს, რომ 10 მეცნიერისგან შემდგარი ჯგუფი გამოჰკითხავს ადამიანებს კვლევით ინსტიტუტებში, საავადმყოფოებსა და ზღვის პროდუქტების ბაზარში, რომელსაც ვირუსის გავრცელებას უკავშირებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები, რომლებიც ჩინეთის ვუჰანში ჩადიან, რათა COVID-19-ის წარმომავლობა შეისწავლონ, სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system