თავში

ჩინეთში ბუდას 900 წლის ბარელიეფები იპოვეს

​ჩინეთში ბუდას 900 წლის ბარელიეფები იპოვეს
ჩინეთში ბუდას 900 წლის ბარელიეფები იპოვეს

ჩინეთის ჩრდილოეთით, ჰებეის პროვინციაში რამდენიმე ბუდისტური ქვის ბარელიეფი აღმოაჩინეს, რომლებიც სუნის დინასტიის პერიოდით თარიღდება (960-1279 წწ.). ინფორმაციას სააგენტო Xinhua News ავრცელებს.

ბარელიეფები არქეოლოგებმა ქალაქ შაჰეს სოფელ ცეცინგთან ახლოს, ერთ-ერთი ადგილობრივი მთის ჩრდილოეთ ნაწილში აღმოაჩინეს. ჯამში ნაპოვნია ბუდას 23 ბარელიეფი, რომელთაგან უდიდესის სიმაღლე 1,5 მეტრია.

არქეოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ყველაზე დიდი ფიგურა 1078 წლით თარიღდება. ამ დასკვნამდე ისინი ქვის ორი დაფის წარწერების შესწავლის შემდეგ მივიდნენ, რომლებიც ბუდას ფიგურის თავზე იყო განთავსებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system