თავში

ჩინეთში ბუნებრივი აირის აფეთქებას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა - VIDEO

ჩინეთში ბუნებრივი აირის აფეთქებას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთში ბუნებრივი აირის აფეთქებას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა - VIDEO

მინიმუმ 12 ადამიანი დაიღუპა და 144 საავადმყოფოში გადაიყვანეს ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად.

ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე დიდი სურსათის ბაზარი იყო განთავსებული და აფეთქების ტალღამ დაახლოებით 40-მდე სავაჭრო კიოსკი გაანადგურა. აფეთქების დროს ტერიტორიაზე ბევრი ადამიანი იმყოფებოდა.

ამ დროისთვის მაშველებმა მოახერხეს ნანგრევებიდან 144 ადამიანის გამოყვანა. საავადმყოფოში გადაყვანილ დაშავებულთა შორის 34 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system