თავში

ჩინეთში COVID-19-ის აფეთქების ახალი ეპიცენტრი აღმოაჩინეს

​ჩინეთში COVID-19-ის აფეთქების ახალი ეპიცენტრი აღმოაჩინეს
ჩინეთში COVID-19-ის აფეთქების ახალი ეპიცენტრი აღმოაჩინეს

ჩინეთში, ცზილინის პროვინციაში COVID-19-ის აფეთქების ახალი ეპიცენტრი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 118 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 106 - ქვეყნის შიგნით. ამასთან აღინიშნა, რომ სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა.

ინფექციების რაოდენობის ყველაზე დიდი ზრდა ცზილინის პროვინციაში ფიქსირდება, სადაც 43 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ერთი დღით ადრე, შემთხვევათა რაოდენობა აქ 30-ს შეადგენდა.

მანამდე, ინფექციის შიდა შემთხვევების ეპიცენტრი ჰებეის პროვინციაში მდებარეობდა, რომლის ტერიტორიაში პეკინიც შედის. 18 იანვარს ჰებეიში COVID-19-ის 35 შემთხვევა გამოვლინდა, 17 იანვარს კი - 54. არახელსაყრელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, პროვინციის მკვიდრთათვის დედაქალაქში შესვლაზე შეზღუდვები დაწესდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system