თავში

ჩინეთში "COVID-19-ის" საწინააღმდეგო ჭკვიანი სათვალე გამოიგონეს

ჩინეთში "COVID-19-ის" საწინააღმდეგო
ჩინეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ჭკვიანი სათვალე გამოიგონეს

ჩინურმა სტარტაპმა "Rokid-მა" ჭკვიანი სათვალე "T1" შექმნა, რომელსაც კორონავირუსის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომის, მაღალი ტემპერატურის დასადგენად თერმული სენსორი აქვს ჩაშენებული. 

პირველი 1000 სათვალე  ჩინეთში გაიყიდა და მათ ხელისუფლება ეროვნულ პარკებსა და სკოლებში COVID-19- ის სიმპტომების დასადგენად გამოიყენებს. 

”ფიქსირებული ტემპერატურის გაზომვის გარდა, "T1- ს" სიცხის პორტატული, დისტანციური და სწრაფი  შემოწმების შესაძლებლობას იძლევა, რაც ბევრს ადამიანს დაეხმარება”, - განაცხადა "Rokid-ის" ვიცე-პრეზიდენტმა.

სათვალე ფოტოების და ვიდეოების ჩაწერისთვის კამერითა და მეხსიერების ბარათითაა აღჭურვილი. თერმულ სენსორს კი მაღალი ტემპერატურის აღმოჩენა 3 მეტრის დისტანციაზე შეუძლია.

კომპანიაში განაცხადეს, რომ ამჟამად "T1-ის" განახლება მიმდინარეობს, რათა მისი საშუალებით ერთდროულად ბევრი ადამიანის ტემპერატურის ისეთ ადგილებში გაზომვა გახდეს შესაძლებელი, როგორიცა სავაჭრო ცენტრები და აეროპორტებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system