თავში

ჩინეთში COVID-19-ის ვაქცინა, შესაძლოა, ნოემბერში მზად იყოს

ჩინეთში COVID-19-ის ვაქცინა, შესაძლოა, ნოემბერში მზად იყოს
ჩინეთში COVID-19-ის ვაქცინა, შესაძლოა, ნოემბერში მზად იყოს

ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ფართო საზოგადოებისთვის, შესაძლოა, მიმდინარე წლის ნოემბერში ან დეკემბერში გახდეს ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ექსპერტმა განაცხადა.

”დაახლოებით ნოემბერში, ან დეკემბერში, ხალხს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება შეეძლება, რადგან კლინიკური კვლევები ძალიან კარგად ვითარდება", - განაცხადა ექსპერტმა.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ექსპერტის თქმით, ვაქცინა თვითონაც ჩაიტარა და მას არანაირი გვერდითი მოვლენა არ გამოუვლენია. თუმცა მან არ დააკონკრეტა, რომელ ვაქცინაზე იყო საუბარი.

ცნობისთვის, ჩინეთის ხელისუფლებამ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ჩინურმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ცხრა ვაქცინა შეიმუშავეს, რომელთა კლინიკური კვლევები მიმდინარეობს და მალე ყველა ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი იქნება. სულ მცირე ოთხი ვაქცინა ტესტირების მესამე და ბოლო ფაზას გადის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system