თავში

ჩინეთში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 80881-მდე გაიზარდა

​ჩინეთში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 80881-მდე გაიზარდა
ჩინეთში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 80881-მდე გაიზარდა

ჩინეთში, ბოლო ერთ დღე-ღამეში, კორონავირუსის გავრცელების კიდევ 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირების საერთო რაოდენობამ 80881-ს მიაღწია. დაიღუპა 13 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 3226-ს მიაღწია. გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 930 პაციენტი. მთლიანობაში კი კორონავირუსისგან ჩინეთში განკურნებულია 68690 ადამიანი.

ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში, ჰუბეის პროვინციაში, საიდანაც COVID-19 მთელ მსოფლიოს მოედო, ბოლო ერთ დღე-ღამეში 12 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 11 ქალაქ ვუჰანში. პროვინციაში COVID-19-ის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ჰუბეიში მთლიანობაში 67799 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 50004 - ვუჰანში. გარდაიცვალა 3111 პაციენტი, აქედან 2480 ვუჰანში და გამოჯანმრთელდა 55987 ადამიანი. ამ დროისთვის კლინიკებში რჩება და მკურნალობის კურსს გადის 8701 ადამიანი, მათგან 2872-ის მდგომარეობა მძიმეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system