თავში

ჩინეთში ძაღლები ციფრულ პასპორტს ცხვირის ანაბეჭდებით მიიღებენ

ჩინეთში ძაღლები ციფრულ პასპორტს ცხვირის ანაბეჭდებით მიიღებენ
ჩინეთში ძაღლები ციფრულ პასპორტს ცხვირის ანაბეჭდებით მიიღებენ

ჩინეთის ქალაქ ჰანჯოუში დაინერგა ახალი ფუნქცია, რომლის საშუალებითაც მფლობელებს ძაღლის დაკარგვის შემთხვევაში, მისი პოვნა ცხვირის ანაბეჭდით შეუძლიათ.

შინაური ცხოველის იდენტიფიკაციისთვის საჭიროა სპეციალური პროგრამის გადმოწერა, ძაღლის ცხვირისთვის ფოტოს გადაღება და მისი პირადობის ციფრული მოწმობის მიღება. ამის შემდეგ, შინაური ცხოველის შესახებ ინფორმაცია პოლიციის მონაცემთა ბაზაში გადავა და სამართალდამცავებს მისი იდენტიფიცირება შეეძლებათ, როდესაც ძაღლს ქუჩაში მეპატრონის გარეშე შეხვდებიან.

სერვისის შემქმნელების თქმით, ეს საშუალებას მისცემს ძაღლების პატრონებს, იპოვონ დაკარგული ან მოპარული შინაური ცხოველები, თავიდან აიცილონ დავა შინაური ცხოველების საკუთრებასთან დაკავშირებით, შეამცირონ მაწანწალა ძაღლების რაოდენობა და ძაღლების თავდასხმები ადამიანებზე.

ამჟამად ქალაქში 100 ათასზე მეტი არარეგისტრირებული ძაღლი ცხოვრობს. ეს მეთოდი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ჩიპირება, რადგან ამცირებს ცხოველის ტრავმის რისკს. ამასთან, შემქმნელები აღნიშნავენ, რომ იდენტიფიკაციის ეს მეთოდი არ მუშაობს კატების შემთხვევაში, ვინაიდან მათი ცხვირის ანაბეჭდის მიღება უფრო რთულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system