თავში

ჩინეთში ფრენას რამდენიმე ავიაკომპანია წყვეტს, ქვეყნები კი ევაკუაციისთვის ემზადებიან

​ჩინეთში ფრენას რამდენიმე ავიაკომპანია წყვეტს, ქვეყნები კი ევაკუაციისთ
ჩინეთში ფრენას რამდენიმე ავიაკომპანია წყვეტს, ქვეყნები კი ევაკუაციისთვის ემზადებიან

ავიაკომპანია British Airways-ის შემდეგ, ჩინეთში ფრენებს კიდევ ორი ავიაკომპანია წყვეტს - Lion Air და Seoul Air. ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, რეისების რაოდენობას თითქმის ყველა ავიაკომპანია ამცირებს.

შეგახსენებთ, ჩინეთთან პირდაპირი ფრენების დროებით შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომაც.

ქვეყნები ჩინეთში საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას, ან მის მომზადებას აგრძელებენ.

ქალაქ ვუჰანიდან 240 ამერიკელის ევაკუაცია განხორციელდა, ინფორმაციას სააგენტო Associated Press ავრცელებს. თვითმფრინავი სამხრეთ კაროლინის შტატში მიფრინავს. სააგენტოს ცნობით, ბორტზე იმყოფებიან დიპლომატები და აშშ-ს სხვა მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის ეპიცენტრში იყვნენ.

აშშ-ს პარალელურად, ევაკუაცია განახორციელა იაპონიამაც. ამ დოისთვის ჩინეთი იაპონიის 206-მა მოქალაქემ დატოვა, რომლებიც ტოკიოში დილით ჩაფრინდნენ. 

საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას ვუჰანიდან თურქეთიც იწყებს. ამის შესახებ ჩინეთში თურქეთის ელჩმა განაცხადა.

უკრაინა მოქალაქეების გამოსაყვანად ორ რეისს ნიშნავს - 30 იანვარს და 3 თებერვალს.

საფრანგეთის მიერ ორგანიზებული რეისებით კი ევროპაში 250 ფრანგი და ევროკავშირის სხვა ქვეყნების 100 მოქალაქე დაბრუნდება. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანა სახელმწიფოებს საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციაში დაეხმარება და უსაფრთხოების ზომებს მაქსიმალურად უზრუნველყოფს.

ჩინეთში კორონავირუსი 2019-nCoV-ით დაავადებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, დაინფიცირების 5974 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთაგან 1239 პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. დაღუპულთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system