თავში

ჩინეთში ღორის აფრიკული ჭირის ახალი შტამები გამოვლინდა

​ჩინეთში ღორის აფრიკული ჭირის ახალი შტამები გამოვლინდა
ჩინეთში ღორის აფრიკული ჭირის ახალი შტამები გამოვლინდა

ჩინელმა მეცნიერებმა ღორის აფრიკული ჭირის ახალი შტამები აღმოაჩინეს, რომელთა გამოვლინებას ნაკლებად გამოხატული ხასიათი აქვს, მაგრამ ისინი უფრო სწრაფი ტემპით ვრცელდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg ავრცელებს.

ღორის აფრიკული ჭირის ახალი ვარიანტები ჰარბინის ვეტერინარული კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ ექვსთვიან კვლევაში აღმოაჩინეს. მეცნიერებმა დაადგინეს და გამოყვეს 22 ვირუსი, რომლებიც ხასიათდება ღორის აფრიკული ჭირის II გენოტიპით და 3660 ნიმუშს ეყრდნობა, რომლებიც ჩინეთის 7 პროვინციის ფერმებიდან და სასაკლაოებიდან 2020 წლის ივნისიდან დეკემბრამდე პერიოდშია შეგროვებული.

Bloomberg ცნობით, ღორის აფრიკული შავი ჭირის ბოლოდროინდელი აფეთქებები იწვევს ეჭვებს ჩინეთში ღორის პოპულაციის აღდგენის შესაძლებლობის შესახებ. მას შემდეგ, რაც 2018 წელს ღორის შავი ჭირი დაფიქსირდა ქვეყანაში, რომელიც ღორის ხორცის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია, მსოფლიოში ცხოველების რიცხვი განახევრდა, ხორცის ფასებმა კი მოიმატა.

ჯერჯერობით კვლავ უცნობია, როდის იქნება ხელმისაწვდომი ღორის შავი ჭირის კომერციული ვაქცინები, ამიტომ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა მაინც დამოკიდებულია ინფიცირებული ცხოველების ადრეულ დიაგნოსტიკასა და განადგურებაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system