თავში

ჩინეთში გიგანტური, 6 სპილოს წონის მარტორქა აღმოაჩინეს

ჩინეთში გიგანტური, 6 სპილოს წონის მარტორქა აღმოაჩინეს
ჩინეთში გიგანტური, 6 სპილოს წონის მარტორქა აღმოაჩინეს

ჩინეთში არქეოლოგებმა გიგანტური მარტორქის ნეშტი აღმოაჩინეს. მისი მასა 6 სპილოს წონას უდრის. ინფორმაციას ამის შესახებ The Hindu ავრცელებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მეცნიერებმა პროვინცია განსუში გაქვავებული ნაწილები შეისწავლეს, რომლებიც 2015 წელს აღმოაჩინეს.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ძვლები მარტორქების გიგანტურ შთამომავალს ეკუთვნის, რომელიც პლანეტაზე 26 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ის Paraceratherium linxiaense სახეობის წარმომადგენელია, მისი წონა კი თითქმის 24 ტონაა, სიმაღლე - 7 მეტრი, სხეულის სიგრძე - 8 მეტრი. მისი თავის ქალა მთლიანი იყო და ამდენი ხნის შემდეგ არ დაზიანებულა.

ექსპერტების აზრით, გიგანტური მარტორქა თანამედროვე პაკისტანის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. მისი გარეგნობა გამორჩეულია - თხელი და ძალიან მყიფე თავის ქალა, მოკლე ცხვირი, გრძელი და კუნთოვანი კისერი და უფრო ღრმა ცხვირის ღრუ ვიდრე სხვა გიგანტური მარტორქის სახეობებს აქვთ.

პალეონტოლოგების ვარაუდით, მარტორქამ ტიბეტის რეგიონში გაიარა და შესაძლოა, ინდოეთ-პაკისტანის ნახევარკუნძულზე მოხვდა. ოლიგოცენის ეპოქის (ჩვ.წ.აღ-მდე 34-23 მილიონი წლის წინ) ბინადარი ცხოველების ნეშტებს ყველაზე ხშირად იქ პოულობენ.

ახლა მეცნიერებას საშუალება ექნება, უფრო დეტალურად გაანალიზოს ტიბეტის პლატოს ფორმირების პროცესი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system