თავში

ჩინეთში "ჰორიზონტალური ცათამბჯენი" ააშენეს - PHOTO

​ჩინეთში "ჰორიზონტალური ცათამბჯენი" ააშენეს
ჩინეთში ჰორიზონტალური ცათამბჯენი ააშენეს - PHOTO

ჩინეთში დასრულდა მასშტაბური პროექტი, რომლის სახელწოდებაა Raffles City Chongqing. 250 მეტრის სიმაღლეზე ოთხ შენობაზე ჰორიზონტალური კონსტრუქციაა განლაგებული, რომელსაც "კრისტალს" უწოდებენ. მისი სიგრძე 300 მეტრია, წონა კი 12 000 ტონას აღწევს.

"კრისტალის" უმეტესი ნაწილი ამწეების მეშვეობით აიტანეს.

ცათამბჯენის ზედა სართულებზე მოხვედრა ჩქაროსნული ლიფტით, 50 წამშია შესაძლებელი. აქ საგამოფენო პავილიონი მდებარეობს, რომელიც მარსის კოლონიზაციის კონცეფციას ეძღვნება. ასევე აქ არის სათვალთვალო მოედანი, რომელსაც შუშის იატაკი აქვს. აქედან ქალაქი და ორი ახლომდებარე მდინარე ჩანს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system