თავში

ჩინეთში კორონაპანდემიის დროს მოსახლეობის რიცხვი გაიზარდა

​ჩინეთში კორონაპანდემიის დროს მოსახლეობის რიცხვი გაიზარდა
ჩინეთში კორონაპანდემიის დროს მოსახლეობის რიცხვი გაიზარდა

2020 წელს, მაშინ როდესაც კორონაპანდემია დაიწყო, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 მილიონს გადააჭარბა და არნახული მსოფლიო კრიზისი შექმნა, ჩინეთის მოსახლეობა 0.83% -ით გაიზარდა და 1.41178 მილიარდს მიაღწია. ამის შესახებ სახელმწიფო სტატისტიკის სამსახური იუწყება. 2019 წელს ქვეყნის მოსახლეობა 1.40005 მილიარდი იყო. 2010 წელთან შედარებით კი ჩინეთის მოსახლეობა 72,06 მილიონით (5,38% -ით) გაიზარდა.

სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 723,34 მილიონი კაცი და 688,44 მილიონი ქალია. მოსახლეობის 63,35% 15-დან 59 წლამდე ასაკისაა, 18,7% 60 წელს არის გადაცილებული, 17,95% კი 14 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ირიცხება.

დოკუმენტების თანახმად, ურბანული მაცხოვრებლების წილი 63,89% -ს შეადგენს, რაც 14,21%-ით  მეტია, ვიდრე 2010 წელს.

ექსპერტები ამ სტატისტიკისა შემაშფოთებლად მიიჩნევენ. ისინი აცხადებენ, რომ ჩინეთის მოსახლეობის ზრდის ტემპები 1950 წლის შემდეგ ძალიან დაბალია და სულ უფრო მცირდება. ეს შობადობის კლებით არის გამოწვეული. ქვეყანაში ასაკოვანი პოპულაცია ჭარბობს ახალგაზრდებს, რაც პერსპექტივაში, ჩინეთის ეკონომიკის მართვის შესაძლებლობებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system