თავში

ჩინეთში კორონავირუსის კიდევ 17 შემთხვევა დაფიქსირდა

​ჩინეთში კორონავირუსის კიდევ 17 შემთხვევა დაფიქსირდა
ჩინეთში კორონავირუსის კიდევ 17 შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთის ქალაქ ვუჰანის ჰუბიის პროვინციის ჯანმრთელობის კომიტეტმა კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 17 შემთხვევა გამოავლინა.

სააგენტოს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 17 პაციენტს შორის, 12 კაცი და ხუთი ქალია. ყველაზე ახალგაზრდა 30 წლის პაციენტია, ხოლო ყველაზე ასაკოვანი 79 წლის.

სამი პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია. 19 იანვრის მდგომარეობით, კორონავირუსით დაავადებულ პაციენტთა რაოდენობა 62-მდე აღწევს. მათგან ორი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი გავლენას ახდენს ადამიანებზე, შინაურ ცხოველებზე, ფრინველებზე, ღორებზე, პირუტყვზე. კორონავირუსს შეუძლია რესპირატორული სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ნერვული სისტემის დაზიანების პროვოცირება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system