თავში

ჩინეთში კორონავირუსის შიდა გადადება ისევ არ დაფიქსირებულა

​ჩინეთში კორონავირუსის შიდა გადადება ისევ არ დაფიქსირებულა
ჩინეთში კორონავირუსის შიდა გადადება ისევ არ დაფიქსირებულა

ჩინეთში გრძელდება კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების პროცესი. დაინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე მცირდება. ბოლო მონაცემებით 3400 პაციენტი, მკურნალობას აგრძელებს ჰუბეის პროვინციაში. პეკინში 150 ინფიცირებულია. გუანდუნის პროვინციაში კი კორონავირუსი 91 ადამიანს აქვს.

ქვეყანაში, ვირუსის გავრცელების დღიდან, დაავადდა 81,726 ადამიანი. ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში დაინფიცირების 541 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 6 ადამიანი. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელების პიკი უკვე გადავლილია.

დღეისათვის დაინფიცირებულთაგან სულ განკურნებულია 74051 პაციენტი, ანუ 91,10% . მკურნალობას განაგრძობს 3947 ადამიანი (4,86%), რომელთაგან მძიმე მდგომარეობაშია 1235.

ახალი ტიპის კორონავირუსით დღეს მსოფლიოში 471,518 ადამიანია დაინფიცირებული, გარდაიცვალა 21,293 და გამოჯანმრთელდა 114,444 პაციენტი. სპეციალისტების განცხადებით, მსოფლიოს ქვეყნებში ვირუსის გავრცელების პიკი ჯერ არ დამდგარა და ის ჯერ კიდევ წინ არის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system