თავში

ჩინეთში კორონავირუსის ვაქცინის 300 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული

ჩინეთში კორონავირუსის ვაქცინის 300 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული
ჩინეთში კორონავირუსის ვაქცინის 300 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული

ჩინეთში,  მოსახლეობის  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ყოვლისმომცველი პროგრამის მიმდინარეობისას,  ხელისუფლებამ მაცხოვრებლების ასაცრელად ვაქცინის 308 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენა. ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰიგიენისა და ჯანმრთელობის სახელმწიფო კომიტეტმა განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთში დაახლოებით 10.5 მილიონი ადამიანი აიცრა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ჩინეთის დედაქალაქში ვაქცინაცია მოსახლეობის 67%-ზე მეტს (14,7 მილიონზე მეტი ადამიანი) ჩაუტარდა.

ჩინეთის მთავრობა აქტიურად მოუწოდებს მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული წამლების გამოყენება ჩინეთში ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო, ხოლო გასული წლის დეკემბერში ხელისუფლებამ ვაქცინების პროგრამა აამოქმედა. 

ჩინეთში ამ დროისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ხუთი  ვაქცინაა, რომელიც მზადაა ფართო გამოყენებისათვის.

მანამდე ჩინეთის წამყვანმა ეპიდემიოლოგმა, ჯონგ ნანშანმა განაცხადა, რომ მთავრობა ივნისისთვის  მოსახლეობის დაახლოებით 40%-ის ვაქცინაციას გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system