თავში

ჩინეთში კორონავირუსით 24 საათში 3 პირი დაინფიცირდა

​ჩინეთში კორონავირუსით 24 საათში 3 პირი დაინფიცირდა
ჩინეთში კორონავირუსით 24 საათში 3 პირი დაინფიცირდა

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჰიგიენისა და ჯანდაცვის კომიტეტი ავრცელებს.

ახალი შემთხვევებიდან ერთო ცზილინის პროვინციაში დაფიქსირდა. აღნიშნული რეგიონი რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მოსაზღვრეა. ხელისუფლებამ პროვინციაში კონტროლი გაამკაცრა. შეზღუდულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. მოქალაქეებს სახლებიდან გასვლა მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ. დანარჩენი ორი შემთხვევა კი მეზობელ ლაიონინგის პროვინციაში აღრიცხეს.

ამასთან, ჩინეთში 12 უსიმპტომო მატარებელი გამოვლინდა. ასეთ ადამიანებს ხელისუფლება არ აღრიცხავს.

ჩინეთში ინფიცირების სულ 82 929 დადასტურებული შემთხვევაა, ამ დროისათვის უკვე გამოჯანმრთელდა 78 ათასზე მეტი პაციენტი. დაავადებას 4 633 ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system