თავში

ჩინეთში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა

ჩინეთში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა
ჩინეთში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა

ჩინეთის ქალაქ ვუჰანში ახალი ტიპის პნევმონიით, 2019-nCoV-ით, გარდაცვლილთა რიცხვმა ოთხს მიაღწია. ვირუსის მსხვერპლი 89 წლის მამაკაცი გახდა, რომელსაც სიმპტომები 13 იანვარს დაუდასტურდა, 18 იანვარს კი სუნთქვასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამჟამად ქალაქ ვუჰანის საავადმყოფოებში 169 ადამიანი რჩება. 35 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, ვუხანის მოქალაქეების დიდ ჯგუფებს სხვა ქალაქებსა და საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალებათ. ამავე დროს, გამკაცრდება მგზავრების ნაკადის კონტროლიც. საგანაგებო ზომები 24-საათიან რეჟიმში იმოქმედებს. პოლიცია ავტოტრანსპორტის შემოწმებას უკვე შეუდგა. აიკრძალა ფრინველისა და შინაური ცხოველების გადაყვანაც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჩინეთში უცნობი ვირუსის გავრცელების გამო საგანგებო კომიტეტის სხდომა მოიწვია

ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 31 დეკემბერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ინფორმაცია მიაწოდა ახალი, უცნობი ტიპის ვირუსის შესახებ. დაუდგენელი ტიპის პნევმონია ჩინეთში დეკემბრის დასაწყისში გამოვლინდა. 7 იანვარს ჩინელმა სპეციალისტებმა დაადგინეს ვირუსის გამომწვევი მიზეზი - ეს კორონავირუსი 2019-nCoV-ია. 

 ჩინეთში ადასტურებენ, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადაცემით ვრცელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system