თავში

ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა 77% გამოჯანმრთელდა

ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა 77% გამოჯანმრთელდა
ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა 77% გამოჯანმრთელდა

ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი დღითიდღე მცირდება. საავადმყოფოდან გაწერეს პაციენტთა 77%. ახალი ტიპის ვირუსით სიკვდილიანობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 3,9% შეადგენს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირდა 80796 ადამიანი, 18 ახალი შემთხვევა ბოლო ერთ დღე-ღამეში გამოვლინდა. დაიღუპა 3169 და გამოჯანმრთელდა 62802 ადამიანი. ამ დროისთვის კლინიკებში რჩება და მკურნალობის კურსს გადის 14825 პაციენტი, მათგან 4257-ის მდგომარეობა მძიმეა.

ჩინეთის შემდეგ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ისევ იტალიაშია, სადაც კორონავირუსით დაავადებულია 12 462 ადამიანი. დაინფიცირების ან გარდაცვალების ახალი შემთხვევა გასულ დღე-ღამეში არ გამოვლენილა, თუმცა მთლიანობაში COVID-19-ით დაღუპულია 827 ადამიანი. 

გამოჯანმრთელდა 1045 პაციენტი. საავადმყოფოშია და მკურნალობის კურსს გადის 10590 ადამიანი, მათგან 1028 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. იტალია, კორონავირუსის გამო, "წითელ ზონად" არის გამოცხადებული. 

მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3 აპრილამდე, დახურულია ყველა სკოლა და უნივერსიტეტი, გადადებულია ყველა საჯარო ღონისძიება, შეზღუდვებია დაწესებული ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე.

იტალიის შემდეგ კორონავირუსის ყველაზე მაღალი შემთხვევა ირანსა და სამხრეთ კორეაშია ფიქსირდება. ირანში, სადაც 9000 დაინფიცირებული და 354 გარდაცვლილი ირიცხება, გასულ დღე-ღამეში გარდაცვალების, ან დავირუსების ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა. გამოჯანმრთელდა 2959 პაციენტი და კლინიკებში რჩება 5687 ადამიანი.

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაავადებულია 7869 და გარდაცვლილია 66 ადამიანი. გასულ დღე-ღამეში დაინფიცირების 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 6 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 333 პაციენტი და კლინიკებში რჩება 7470 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system