თავში

ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 20000 გადააჭარბა, დაიღუპა 425 ადამიანი

ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 20000
ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 20000 გადააჭარბა, დაიღუპა 425 ადამიანი

კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი საათობრივად იზრდება. ბოლო მონაცემებით ჩინეთში 2019-nCoV-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 20000-ზე მეტია. დაღუპულია 425 ადამიანი. ექიმები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით კიდევ 21500 პირს, შესაძლოა, კორონავირუსი გამოუვლინდეს. მედიკოსებმა 622 პაციენტის განკურნება შეძლეს და  საავადმყოფოდან გაწერეს.

კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შეთხვევა დაფიქსირდა ჰონგ-კონგის ადმინისტრაციულ რეგიონში. ის 39 წლის ქალბატონია. იგი გულის მოულოედნელი შეტევით გარდაიცვალა.

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა გერმანიაშიც და ამ დროისთვის აქ 12 შემთხვევა ფიქსირდება.     

ჩინეთის ფარგლებს გარეთ, კორონავირუსის შემთხვევა 23 ქვეყანაში გამოვლინდა. 

ტაილანდში კი აცხადებენ, რომ აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატებისა და გრიპის წამლების კომბინაციით, ახალი კორონავირუსისგან უკვე მეორე პაციენტი განკურნეს. განკურნებული 71 წლის ქალბატონია, რომლის მდგომარეობა რთული იყო.

ჩინეთში ახალი კორონავირუსის პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით გამოწვეულია. ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყანაში 10-ზე მეტ ქალაქში ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. მსოფლიო სამხელმწიფოებმა ჩინეთიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს. 

მსოფლიო ახალი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე კოორდინირებულად მუშაობსგარდა ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ინტერნეტ და სოციალური მედიის გიგანტებთან ერთად კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ კამპანიას იწყებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system