თავში

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 2118-მდე გაიზარდა

​ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 2118-მდე გაიზარდა
ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 2118-მდე გაიზარდა

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუს COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 74,576 ათასამდე გაიზარდა, დაღუპულია 2 118, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა 16 155 ადამიანი.

ამის შესახებ ჩინეთის ჰიგიენისა და ჯანდაცვის საკითხებში სახელმწიფო კომიტეტში განაცხადეს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მონაცემები 31 პროვინციიდან მიიღეს.

გასული დღე ღამის განმავლობაში ქვეყანაში დაინფიცირების 394 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, 114 ადამიანი დაიღუპა, 1 779-მა საავადმყოფო დატოვა.

იაპონიაში, საკრუიზო ხომალდ „Diamond Princess-ის“ ორი მგზავრი კორონავირუსით გარდაიცვალა. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ისინი. ასევე უცნობია, როდის მოხდა მათი ჰოსპიტალიზაცია იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მსხვერპლი ქალი და კაცია, რომელთა ასაკი 80 წელს აღემატება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system