თავში

ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა

ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა
ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა

ჩინეთში, კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის ერთი ექიმია, რომელიც ინფიცირებულებს მკურნალობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

ამ დრომდე ჩინეთში 1200-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. 

ვირუსი უკვე გასცდა ჩინეთის საზღვრებს. შემთხვევები დაფიქსირებულია ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, ჰონგ-კონგში, ტაივანში, მაკაოში, საუდის არაბეთში, სინგაპურში.

ახალი ტიპის პნევმონია ჩინეთში გასული წლის დეკემბრის დასაწყისში გამოვლინდა. 7 იანვარს ჩინელმა სპეციალისტებმა დაადგინეს ვირუსის გამომწვევი მიზეზი - ეს კორონავირუსი 2019-nCoV-ია. ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, კორონავირუსმა შესაძლოა, მუტაცია განიცადოს და უფრო ფართოდ გავრცელდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system